რესპუბლიკა

რესპუბლიკა
• როგორც მმართველობის ფორმა, საზოგადოების ისეთი სახელმწიფოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც მიმართულია იქეთკენ, რომ მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი სახალხო ხელისუფლებიანობის პრინციპი. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ფორმირების წესი არჩევითია, ე.ი, ხელისუფლება წარმომადგენლობით ხასიათს ატარებს. ამ მიმართებაში მართალი იყო ჯეიმს მედისონი აშშ–ის კონსტიტუციის „მამა დამფუძნებელი“, როცა რესპუბლიკას განსაზღვრავდა, როგორც „ქვეყანას, რომელშიც კანონებს ქმნიან და ასრულებენ ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლები“10. გადაწყვეტილების მიღება მმართველობის ამ ფორმის დროს ხდება დადგენილი პროცედურით, კენჭისყრის გზით, კანონით დადგენილი უმრავლესობის ნების საფუძველზე. მმართველობის ეს ფორმა, თავისი კლასიკური გაგებით, ნიშნავს ხელისუფლების დანაწილების პრინციპის რეალურ და სრულყოფილ განხორციელებას. რესპუბლიკა ისტორიულად მონარქიის ანტიპოდს წარმოადგენს, სადაც მემკვიდრეობითი ხელისუფლება იცვლება წარმომადგენლობითი ორგანოებით, ხოლო ქვეშევრდომობა - მოქალაქეობით (მონარქიული მმართველობის დროს არსებობს ქვეშევრდომობის ინსტიტუტი, ხოლო მოქალაქეობა დამახასიათებელია რესპუბლიკისათვის, მაგრამ თანამედროვე ეტაპზე ზღვარი თითქმის წაშლილია ამ ორ ცნებას შორის და შეიძლება ითქვას, რომ ისინი სინონიმებია). დღეს–დღეობით რესპუბლიკური მმართველობის ქვეყნები უფრო მეტია, ვიდრე მონარქიული (ჯერ კიდევ მე–20 საუკუნის დასაწყისში ევროპაში სულ სამ რესპუბლიკა არსებობდა). რესპუბლიკური მმართველობის ფორმის ასეთი გავრცელება მე–20 საუკუნეში მოხდა და კაცობრიობას მრავალი რევოლუციური პროცესის გადატანა მოუხდა მის დასამკვიდრებლად. რესპუბლიკა უფრო მეტად უახლოვდება დემოკრატიის ცნებას, ვიდრე მონარქია, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მონარქიაც შეიძლება იყოს დემოკრატიული (თანამედროვე ინგლისი, ესპანეთი, იაპონია და სხვა), ხოლო რესპუბლიკაც შესაძლებელია ანტიდემოკრატიულ ხასიათს ატარებდეს, მაგალითად, გერმანია ჰიტლერის დროს, საბერძნეთი «შავი პოლკოვნიკების» დროს, ჩილე პინოჩეტის დროს და სხვა. შესაძლებელია ისეც მოხდეს, რომ დემოკრატიული მონარქია შეიცვალოს ანტიდემოკრატიული რესპუბლიკით, ასე მოხდა საბერძნეთში, 1967 წლის გადატრიალების შემდეგ, 1973 წელს ლიკვიდირებულ იქნა მონარქია და დამყარდა დიქტატურა რესპუბლიკური მმართველობის ფორმაში. ჭეშმარიტი რესპუბლიკა, თავისი არსით, მაინც გულისხმობს რეალური დემოკრატიის არსებობას. ინტერესს მოკლებული არ იქნება აღინიშნოს, რომ თანამედროვე კონსტიტუციები, აფუძნებენ რა რესპუბლიკური მმართველობის ფორმას, იყენებენ ფორმულას «დემოკრატიული რესპუბლიკა» (მაგ., საფრანგეთის, იტალიის კონსტიტუციები), ასეთ ფორმულირებას საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციაც იყენებს, კერძოდ მისი პირველი მუხლის მეორე პუნქტში ვკითხულობთ შემდეგს: «საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმა არის დემოკრატიული რესპუბლიკა». რესპუბლიკური მმართველობის სხვადასხვა ნაირსახეობებს გამოყოფენ, მათი რაოდენობა ხუთი, ან თუნდაც ექვსი, შეიძლება იყოს, მაგრამ იურიდიულ ლიტერატურაში, ძირითადად, რესპუბლიკის სამ სახეს ასახელებენ: საპრეზიდენტო, (იხ. საპრეზიდენტო რესპუბლიკა) საპარლამენტო (პარლამენტური) (იხ. საპარლამენტო რესპუბლიკა) და ნახევრად საპრეზიდენტო (შერეული) (იხ.ნახევრად საპრეზიდენტო (შერეული) რესპუბლიკა). არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ რესპუბლიკის ასეთ სახეებად დაყოფა იურიდიულ მეცნიერებაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაჩნდა, რადგან იგივე საპარლამენტო და ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკების წარმოშობა, თავისი კლასიკური გაგებით, ამ პერიოდს უკავშირდება, კერძოდ, ჩვენ ვგულისხმობთ გერმანიის 1949 წლის კონსტიტუციას, იტალიის 1946 წლის კონსტიტუციას და 1958 წლის (მეხუთე რესპუბლიკის) კონსტიტუციას. რაც შეეხება საპრეზიდენტო რესპუბლიკას, იგი, თავისი კლასიკური გაგებით, აშშ–ში წარმოიშვა, ჯერ კიდევ მე–18 საუკუნეში, აშშ–ის 1787 წლის, დღეს მოქმედი კონსტიტუციის საფუძველზე. რესპუბლიკის სხვა სახეები: რესპუბლიკის ტრადიციული სახეების გარდა შეიძლება გამოიყოს მისი სხვა სახეებიც, როგორებიცაა სუპერსაპრეზიდენტო (იხ. სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკა), სოციალისტური (იხ. სოციალისტური რესპუბლიკა), რელიგიური ნიშნით კი - თეოკრატიული და საერო და სხვა (იხ. თეოკრატიული რესპუბლიკა).
Source: არჯევანიძე იმედო. მმართველობის ფორმები, რესპუბლიკა, როგორც მმართველობის ფორმის ნაირსახეობა, თანამედროვე საქართველო და მისი სამომავლო პერსპექტივები // ალმანახი №16, [სახელმწიფო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2001.,
• ლათინური წარმოშობის სიტყვაა და საზოგადოების საქმეს ნიშნავს.
Source: თავისუფლება №7დეკემბერი, - [თავისუფლების ინსტიტუტი],-2002წ.

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем сделать НИР

Полезное


Смотреть что такое "რესპუბლიკა" в других словарях:

  • თეოკრატიული რესპუბლიკა — რესპუბლიკა, სადაც რელიგიის თავისუფლება უარყოფილია და ერთ ერთი გავლენიანი პირი სახელმწიფოში არის ის, ვინც გაბატონებულ რელიგიურ კონფესიას უდგას სათავეში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის თეოკრატიული შინაარსი შესაძლებელია მის სახელწოდებაშიც ჩანდეს.… …   Georgian encyclopedia

  • ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკა — რესპუბლიკური მმართველობის ამ სახეს იურიდიულ ლიტერატურაში «შერეულ რესპუბლიკასაც» უწოდებენ, რადგან მასში თავმოყრილია როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო რესპუბლიკისათვის დამახასიათებელი ნიშნები, საპრეზიდენტო რესპუბლიკისათვის დამახასიათებელი… …   Georgian encyclopedia

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა — Adjarie აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა (Acharis Avtonomiuri Respublika) …   Wikipédia en Français

  • ტლასკალას რესპუბლიკა — ერთ ერთი შტატი მექსიკაში. მექსიკის დაპყრობის შემდეგ ესპანელებმა ცნეს ტლასკალას რესპუბლიკა. Source: რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის,… …   Georgian encyclopedia

  • ავტონომიური რესპუბლიკა — სახელმწიფოს შემადგენლობაში პოლიტიკური ავტონომიის საწყისებზე შექმნილი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, რომელსაც თუმცა დამოუკიდებლობა არ გააჩნია, მაგრამ აქვს თავისი ტერიტორია, კონსტიტუცია და კანონმდებლობა, ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი… …   Georgian encyclopedia

  • Лари — Запрос «Лари» перенаправляется сюда. Cм. также другие значения. Лари ლარი Код ISO 4217 GEL …   Википедия

  • Валюта Грузии — Запрос «Лари» перенаправляется сюда. Cм. также другие значения. Лари ლარი Код ISO 4217 GEL …   Википедия

  • Гурийская республика — Гурийская крестьянская республика გურიის რესპუბლიკა გურიის მხვნელ მთესველთა რესპუბლიკა Республика ← …   Википедия

  • იჩკერიის და დაღესტნელ ხალხთა კონგრესი (იდხკ) — ინტეგრისტული მიმართულების უმსხვილესი გასამხედროებული რელიგიურ პოლიტიკური ისლამური ორგანიზაცია ,,იჩკერიისა და დაღესტნელ ხალხთა კონგრესი”, რომელიც ძირითადად მოქმედებს ჩეჩნეთის ტერიტორიაზე, დაარსდა 1997 წლის ბოლოს. გაერთიიანებას სამხედრო პოლიტიკური… …   Georgian encyclopedia

  • Georgisches Parlament — Vereidigung des georgischen Präsidenten vor dem Parlamentsgebäude in Tiflis, Januar 2004 Georgien ist eine demokratische Republik mit einem starken Präsidialsystem und zentralisierter Verwaltung. In ihrer Verfassung vom 24. Oktober 1995 bekennt… …   Deutsch Wikipedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»